პრესტიჟული ჯილდოს, Globe Soccer Awards-ის ნომინანტთა სიაშია

Globe Soccer Awards-მა 2025 წლის ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ორი პრესტიჟული კატეგორიის – წლის საუკეთესო თავდამსხმელისა და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ნომინაციაში საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ა წარდგენილი.
საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ:
ხულიან ალვარესი (არგენტინა, „მანჩესტერ სიტი“), უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ), სერუ გირასი (გვინეა, „დორტმუნდი“), ვიქტორ იოკერესი (შვედეთი, „სპორტინგი“/„არსენალი“), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“), ალექსანდრ ისაკი (შვედეთი, „ნიუკასლი“/„ლივერპული“), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, „რეალ მადრიდი“), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ) ჰარი კეინი (ინგლისი, „ბაიერნი“), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა“), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, „ინტერი“), კილიან მბაპე (საფრანგეთი, „რეალ მადრიდი“), რაფინია (ბრაზილია, „ბარსელონა“), ბუკაიო საკა (ინგლისი, „არსენალი“), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“), ლამინ იამალი (ესპანეთი, „ბარსელონა“).
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ:
უსმან დემბელე (საფრანგეთი, პსჟ), ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია, პსჟ/„მანჩესტერ სიტი“), დეზირე დუე (საფრანგეთი, პსჟ), ვიქტორ იოკერესი (შვედეთი, „სპორტინგი“/„არსენალი“), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია, „მანჩესტერ სიტი“), აშრაფ ჰაკიმი (მოროკო, პსჟ), ალექსანდრ ისაკი (შვედეთი, „ნიუკასლი“/„ლივერპული“), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, „რეალ მადრიდი“), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ), ჰარი კეინი (ინგლისი, „ბაიერნი“), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, „ბარსელონა“), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა, „ინტერი“), კილიან მბაპე (საფრანგეთი, „რეალ მადრიდი“), სკოტ მაკტომინეი (შოტლანდია, „ნაპოლი“), ნუნუ მენდეში (პორტუგალია, პსჟ), მაიკლ ოლისე (საფრანგეთი, „ბაიერნი“), კოულ პალმერი (ინგლისი, „ჩელსი“), პედრი (ესპანეთი, „ბარსელონა“), რაფინია (ბრაზილია, „ბარსელონა“), დეკლან რაისი (ინგლისი, „არსენალი“), ფაბიან რუისი (ესპანეთი, პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, „ლივერპული“), ვიტინია (პორტუგალია, პსჟ), ფლორიან ვირცი (გერმანია, „ბაიერ ლევერკუზენი“/„ლივერპული“), ლამინ იამალი (ესპანეთი, „ბარსელონა“).
დაჯილდოების ცერემონია 28 დეკემბერს დუბაიში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციაში შეგიძლიათ ამ ბმულზე, ხოლო ფეხბურთელის – ამ ბმულზე.
წყარო: პირველი არხი