„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ქართველმა ფეხბურთელმა მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. სწორედ კვარაცხელიამ წამოიწყო შეტევა, რომელიც საბოლოოდ პირველი გოლით დასრულდა. ფაბიან რუსმა და ვიტინიამ შეტევა გააგრძელეს, ხოლო დეზირე დუეს პასით აშრაფ ჰაკიმიმ თავისი გუნდი დააწინაურა.
მალე პსჟ-მ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა – გოლის ავტორი დეზირე დუე გახდა. მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე, სწრაფ კონტრშეტევაზე დეზირე დუემ, დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახადა.
ამის შემდეგ კი მილანელთა კარში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. უსმან დემბელეს გადაცემით ის მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში 4:0 გახადა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
87-ე წუთზე „ინტერის“ კარში მეხუთე გოლი სემი მაიულუმ გაიტანა გახდა, საბოლოო ანგარიში 5:0 დაფიქსირდა და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ – არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან ივანიშვილის არაბულ აფიორასთან, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება