ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა TOP 10-ში შევიდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოგებაზე.
ამ მომენტისთვის დიდი უპირატესობით ლიდერობს „ბარსელონას“ გარემარბი რაფინია. ტოპათეულში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი . ქართველი ფეხბურთელი მერვე პოზიციაზეა.
ოქროს ბურთი 2025-ის TOP10 ასე გამოიყურება:
· რაფინია (ბარსელონა) – 2.20
· ლამინ იამალი (ბარსელონა) – 6.00
· მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 6.00
· უსმან დემბელე (პსჟ) – 7.00
· კილიან მბაპე (რეალი) – 8.00
· რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.00
· პედრი (ბარსელონა) – 15.00
· ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 21.00
· ვინისიუსი (რეალი) – 41.00
· ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 41.00