ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში პსჟ ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ პარიზელთა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ Okko-სთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.
“კვარას” თქმით, გუნდმა მომენტების გამოყენებაზე უნდა იმუშაოს.
“ჩვენ პსჟ ვართ, ევროპის ჩემპიონები, ამიტომ, ყველა მატჩის მოგება გვსურს, ფრით ბედნიერი არასდროს ვართ, თუნდაც, ეს სტუმრად იყოს. ყველა შეხვედრაში მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ და როცა ვერ ვიმარჯვებთ, ცუდია. დღეს ცუდი თამაში გვქონდა, რადგან ვერ მოვიგეთ. რა თქმა უნდა, აქ რთულ თამაშს ველოდით, იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი კარგია, შესაბამისად, მზად ვიყავით, რომ რთული მატჩი გველოდა
რა იყო დღეს ყველაზე რთული? ჩემი აზრით, გოლის გატანა. ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. მომენტების გამოყენება გვიჭირს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
პსჟ 13 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე მომდევნო მატჩს 21 იანვარს, ლისაბონში “სპორტინგთან” გამართავს.
[VIDEOS] მამუკელაშვილის 2 და ბითაძის 7 ქულა – “ტორონტო” ზედიზედ მეოთხედ დამარცხა, “მეჯიქმა” “მაიამი” დაამარცხა
[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები – “ტორონტო” ზედიზედ მესამედ დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი – ქართველების ტური NBA-ში
“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით” – ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
“დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი… ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ…” – რა თქვა კვარაცხელიამ “ტოტენჰემთან” მატჩის წინ?
“კვარაცხელია ბრენდი “K” – ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის” – ფრანგული მედია ხვიჩაზე
“ატლეტიკთან” მატჩში პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი – “კვარას” პსჟ ბილბაოში “ატლეტიკს” ფრედ ეთამაშა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ატლეტიკთან” მატჩში?
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში




