ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს. კვარაცხელიამ ბოლო შეხვედრაზე ესპანეთთან გაფრთხილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბოლო წლებში, საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
“ნაპოლის” ქართველი თავდამსხმელისთვის ვალიადოლიდში ჩატარებულ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი, შესარჩევ ციკლში მესამე აღმოჩნდა. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის დებულებით, შესარჩევი ტურნირის დროს ფეხბურთელი შემდეგ თამაშს ტოვებს, სამი და ყოველი ორი შემდგომი გაფრთხილების მიღებით, განმარტავენ ფედერაციაში.
“23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა, თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას “დინამო არენის“ ტრიბუნებიდან ამხნევებს ხოლმე. სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ჰქვია,” – აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს