საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.
„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, – წერს ის.
სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც: ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ.
მასალა განახლდება