: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ

ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ესპანეთთან და ბულგარეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ, კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა მ გააკეთა:
“ესპანეთის წინააღმდეგ წლის ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშებია ჩვენთვის, რადგან სწორედ ახლა უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
ოქტომბრის შეკრებაზე, ტრავმის გამო, ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემი ხალხისთვის და თანაგუნდელებისთვის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა უკეთეს ფორმაში ვარ, არაფერი მაწუხებს და ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ბედნიერები ვართ, რომ კვლავ ერთად გვიწევს თამაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დადებითი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები”.
· სიმართლე გინდა ფორმაში იყავი გინდა არა ძამია ესპანეთი 3 კაცით მოგიგებთ მთელ გუნდს…
· გიგა რა ვიცი ასე იტყვით და კი ჩაიძინებთ კარგა-მაგრად!
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია “ნაპოლის” რენესანსის სიმბოლო გახდება
რისთვის გადაინახა “კვარას” ტრანსფერში აღებული 75 მილიონი დე ლაურენტისმა სეიფში? – la Repubblica განმარტავს
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
სიომინი: ხვიჩას გოლი შედევრი იყო – ლუის ენრიკეს პრობლემა ყველას მისცა
[VIDEO]”პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს” – კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა
ცნობილი გახდა, ვინ შეცვლის კვარაცხელიას “უდინეზესთან” მატჩში