“ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ, სამწუხარო ამბავი მაქვს – 2 კვირაში ბრუნდება”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა ნიკა კვარაცხელია.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და გუშინ ამ ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. პსჟ საკუთარ მოედანზე “ნიუკასლს” დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ შედეგით პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო კლუბს შორის ვერ მოხვდა და მერვედფინალისთვის პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
პსჟ-ს ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა – გოლი ვიტინიამ გაიტანა.
სამწუხაროდ, მეოცე წუთზე ელანგა “კვარას“ ეუხეშა, ქართველმა მარჯვენა ტრავმა მიიღო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი. ის დეზირე დუემ შეცვალა.
რაც შეეხება ნიკა კვარაცხელიას, ის იშვიათად ჩნდება მედიის ყურადღების ცენტრში და დიდად არც სოციალურ ქსელებშია აქტიური.
მან გასულ წელს გადაცემაში “Sportშოუ”-ში სტუმრობისას მან გულწრფელად ისაუბრა როგორც თავის გამოცდილებაზე, ხვიჩას კარიერაზე, მათ ურთიერთობაზე და ოჯახურ ფასეულობებზე. მისივე თქმით, ფეხბურთი მათ ოჯახში ბავშვობიდან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა თავად არჩევანი სხვა გზაზე გააკეთა.




