ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე 5 მლნ ევროთი შემცირდა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ს სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ზე 5 მლნ ევროთი შემცირდა და 80 მლნ ევროა.
მანამდე, Transfermarkt-ზე ქართველის ფეხბურთელის საბაზისო ფასი 85 მილიონი ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს იტალიურ გუნდში გადასვლის შემდეგ კვარაცხელია 20 მლნ ევროდ იყო შეფასებული, გასული წლის ბოლოს მისი სატრანსფერო ფასი ჯერ 60 მლნ-მდე გაიზარდა, 2023 წლის მარტიდან – 85 მლნ-მდე. მიმდინარე წლის ბოლოს კი 5 მლნ ევროთი შემცირდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ Transfermarkt-ზე მეორე ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასიც შემცირდა და 10 მილიონი ევროდან – 8 მილიონ ევრომდე დაეცა.