ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე

,,პარი სენ ჟერმენის” შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიმ, ლონდონის ,,არსენალთან” მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა:
,,ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ! ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა… აქ რამდენიმე თვის წინ გადმოვედი და უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ.
ინტერი? ისინი ფინალში ყოფნას იმსახურებენ. მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, ძალიან ძლიერები არიან სტანდარტულებისას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმს გავიღებთ, რადგან ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ!”-ამბობს .
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,არსენალს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
,,პსჟ-ს” მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი” იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე