ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ

ფეხბურთელ ს, რომელმაც ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ. ამასთან, „დაგვიანებით“ გადასცემენ ამავე ორდენს ყოფილ ფეხბურთელ ს (ამჟამად თბილისის მერს) და ყოფილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.
„ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის [ხვიჩა კვარაცხელია] გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა მ დღეს, 3 ივნისს, მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, „პრეზიდენტი [] მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით“.
ირაკლი მ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს კიდევ ორი სპორტსმენი – კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია, – რომელთაც „უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო“.
„მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ“, – განაცხადა მან.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ადამიანს ენიჭება საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ორდენი 2004 წელს შემოიღეს, პირველი ორდენი შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს (უმცროსს), 2005 წლის 10 მაისს გადასცა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს