საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად საზოგადოების ყურადღების ქვეშაა.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც გულწრფელი მომენტებითაა სავსე. ფეხბურთელის გვერდით მუდმივადაა მისი მეუღლე, ნიცა თავაძე, რაც მათ წრფელ სიყვარულზე მეტყველებს.
გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელის მოკრძალება, ოჯახურ ღირებულებებსა და პროფესიულ წარმატებებს ერთად ემატება სწორედ ის ადამიანური მხარე, რაც მას განსაკუთრებულს ხდის.
ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.