ჩემპიონთა თასის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასისთვის ევროპა ლიგის გამარჯვებულ „ტოტემჰემს“ დაუპირისპირდა, 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა და ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენა ორჯერ შეეძლო – მე-8 წუთზე კარში დარტყმა სცადა, მაგრამ მცველებმა ხელი შეუშალეს, ხოლო 35-ე წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ გოლის გატანა უსმან დემბელეს შეეძლო, თუმცა მიზანს ააცილა.
შეტევების გამწვავებას „ტოტენჰემი“ უფრო ახერხებდა და 39-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა – ინგლისელების შეტევა მიკი ვან დე ვენმა დააგვირგვინა და ლონდონელები დააწინაურა.
48-ე წუთზე კი ფრანგების კარში მეორე ბურთი კრისტიან რომერომ გაიტანა და პსჟ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
მე-60 წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მეორე ტიტულისთვის ბრძოლის წაგებასთან ახლოს იყო, მაგრამ პარიზელთა ბოლო წუთების შტურმმა შედეგი გამოიღო – 85-ე წუთზე ლი კანგ-ინმა სხვაობა შეამცირა, ხოლო 90+4-ე წუთზე გონსალო რამოშმა წონასწორობა აღადგინა.
გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ პარიზელებმა შეასრულეს, 4:3 მოიგეს და ევროპის სუპერთასის მფლობელები გახდნენ.
