პარასკევს, 8 დეკემბერს, იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურის გახსნით მატჩში (23:45 სთ) დიდი აფიშაა, ტურინის “იუვენტუსი”, რომელიც “ინტერს” 2 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს.
მასილიანო ალეგრის გუნდმა შესაძლო 42 ქულიდან 33 მოიპოვა და ისინი სუკედოსტვის რეალურად მებრძოლებად განიხილებიან. “იუვემ” ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.
ბოლო დროს “ნაპოლი” მრისხანე მეტოქეს ჩაგრავს, გასულ სეზონში ორივე შეხვედრაში დაამარცხა, “სტადიო მარადონაზე” “ბებერ ქალბატონს” “შავი დღე” (5:1) აყარა, “კვარამ” კი მონაწილეობა ფაქტობრივად, ყველა გოლში მიიღო, თავად კი ერთი
გაიტანა.
რა იქნება ახლა, კრიზისულ პერიოდში მყოფი ნეაპოლელებისგან? – ქართველი გარემარბის გუნდი ცუდ ხასიათზეა, “ინტერთან” მწარედ დამარცხდნენ და ოთხეულს მიღმა არიან. დაცვაში თამაშის გაუმჯობესება ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა იქნება, თუკი მას წარმატებია მიღწევა სურს – ბოლო ორ მატჩში გაშვებული 7 გოლი ძალიან ბევრია. საკუთარ არენაზე “ნაპოლის” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, სტუმრად კი კარგად გამოიყურება და იშვიათად მარცხდება.
“იუვეში” ტრავმები დე შილიოსა და ტიმოთი ვეას აქვთ. დანილო 6-კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუბდა, თუმცა უცნობია, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მის თამაშს რამდენად გარისკავენ. იმედია, გატისგან ამჯერად ნაკლებ უხეშობას ვნახავთ!..
ნეაპოლელთა დამრიგებელი ალბათ, საბოლოოდ გადაწყვეტს 3-მცველიან ტატქიკაზე გადასვლას, რადგან ფლანგებზე სერიოზული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მთელი მარცხენა ფრთის კონტროლი ალესანდრო ძანოლის დაევალოს, რომელიც ახლახან მომჯობინდა. დიდი თავის ტკივილი კაპიტან დი ლორენცოს ტრავმაა. ის მან ვარჯიშზე მიიღო. 18 თვეა, ჯოვანის საკლუბო მატჩი არ გამოუტოვებია. ზელინსკი, ლინდსტრომი, დემე – ეს ფლანგისთვის მაცარის ვარიანტებია.
შეხვედრის მთავარი მსაჯი გამოჩენილი დანიელე ორსატო იქნება. პარასკევის ღამეს (23:59 სთ) ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება, სადაც გიორგი მაარდაშვილის “ვალენსია” “ხეტაფეს” ესტუმრება.