ხვიჩა ისევ “ბარსელონას” ან “ლივერპულის” წინააღმდეგ… – ლიგის პლეი-ოფების მონახაზი წილისყრამდე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ს პსჟ-ში ტრანსფერი სასიხარულო იყო, სახეზე გვაქვს – ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და მინიმუმ მერვედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.
კვარაცხელიას გუნდმა ლიგის ფაზის ეტაპი მე-15 ადგილზე დაასრულა, წესების თანახმად კი 31 იანვარს (15:00 სთ) წილისყრაზე ის უნდა გაირკვეს, 1/16 ფინალში პარიზელები და მე-16 ადგილზე გასული “ბენფიკა” მე-17 და მე-18 ადგილზე გასულ ფრანგულ კლუბებს, “მონაკოსა” და “ბრესტს” როგორ გადაინაწილებენ.
პსჟ-ს გზა
ხვიჩასა და მის თანაგუნდელებს 1/8 ფინალში ველით(წილისყრა 21 თებერვალს), სადაც მათი მეტოქე
“ბარსელონა” ან “ლივერპული იქნება.
პსჟ განთესილია და 1/16 ფინალში ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო მოედნის უპირატესობა ექნება – 11 ან 12 თებერვალს სტუმრად, ერთი კვირის შემდეგ კი შინ ითამაშებს.
ხვიჩა “ბარსელონას” წინააღმდეგ
1/16 ფინალში გამოვარჩევთ “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებას მადრიდის “რეალთან” ან “ბაიერნთან” და “მილანისა” და “იუვენტუსის” შესაძლო დაპირისპირებას. აღსანიშნავია ფრანგული “ლილის” პირდაპირ რვა საუკეთესო გუნდსა და მერვედფინალში მოხვედრა.
შეგახსენებთ, გასულ ორ სეზონში მ “ნაპოლისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშა, სადაც ასპარეზობას ჯერ “მილანმა”, შემდეგ კი “ბარსელონამ” გამოთიშა. “კვარას” პარიზელებთან ერთად ახლა უფრო შორს ველით!..