ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე

პსჟ-ს გარემარბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერაა გაფრთხილებული (სპორტინგთან და ჩელსისთან) და თუ ხვალ, „ლივერპულთან“ მსაჯი ყვითელ ბარათს უჩვენებს, საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს.
ასევე დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრება მის თანაგუნდელ ნუნო მენდეშს და „ლივერპულის“ ოთხ ფეხბურთელს: კონორ ბრედლის, ვირგილ ვან დეიკს, რაიან გრავენბერხს და კერტის ჯონსს.
ყველა ყვითელი ბარათი მეოთხედფინალების შემდეგ ანულირებული იქნება.
„პარიზიენი“ წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდისთვის კვარაცხელია და მენდეში შეუცვლელი მოთამაშეები არიან, მათ მეტი სიფრთხილე მართებს, რათა პსჟ სერიოზული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს:
„კვარაცხელია უკანასკნელ ხანს შესანიშნავ ფორმაშია. „ჩელსისთან“ პირველ შეხვედრაში იმედგაცრუებული იყო, რომ სასტარტოში არ დააყენეს, თუმცა შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა და საპასუხო დაპირისპირებაშიც გაიტანა. აგრეთვე საქართველოს ნაკრებში ისრაელთან გამოიჩინა თავი. მისი დინამიურობა და სისწრაფე „პარი სენ ჟერმენს“ მეტოქის ძლევაში უნდა დაეხმაროს“.