ხვიჩა დაბრუნდა – “ნაპოლიმ” საოცარი გოლებით “მონცას” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მონცა“ 4:2 დაამარცხა.
„ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და როგორც ხშირად ხდება, გოლი გაუშვა – ჟუან ჟეზუსს ჯურიჩმა დაასწრო და მერეტის კარი დალაშქრა. ცოტა ხანში შესანიშნავი შანსი დი ლორენცომ ვერ გამოიყენა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მომენტების შექმნა უჭირდათ. 39-ე წუთზე ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარე დე გრეგორიომ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ნგონჟის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მალე
ოსიმენმა საოცარ ნახტომში თავურით ანგარიში გაათანაბრა. მერე შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ საჯარიმოს გარედან არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა და ნეაპოლური გუნდი დაწინაურდა. მერე ანალოგიური დარტყმით დე გრეგორიოს ზილენსკიმ გაუტანა, რომელსაც გადაცემა ქართველმა გაუკეთა. თუმცა ხუთ წუთში კოლპანიმ სხვაობა შეამცირა. მწვრთნელმა კალცონამ 68-ე წუთზე „კვარა“ რასპადორით შეცვალა და მან ბურთზე პირველივე შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ნაპოლი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 14 აპრილს „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.
მონცა – ნაპოლი 4:2
გოლები: 1:0 ჯურიჩი (9), 1:1 ოსიმენი (55), 1:2 პოლიტანო (57), 1:3 ზილენსკი (57), 2:3 კოლპანი (62), 2:4 რასპადორი (69)