“ხვიჩა, აპატიე ყველას, ვინც შენი დიდი საქმეები დაივიწყა… ოღონდ ახლა ნუ წახვალ!” – ემოციური მიმართვა კვარაცხელიას

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” შესაძლო წასვლამ ნეაპოლელი გულშემატკივრების ნაწილი კი გააბრაზა, მაგრამ არიან ისეთებიც, ქართველს განსაკუთრებულ მადლობას რომ უხდიან და ფეხბურთელისადმი ემოციური მიმართვაც გაავრცელეს.
“ხვიჩა, აპატიე ყველას, ვინც შენი დიდი საქმეები დაივიწყა; აპატიე მათ, ვისაც “სასუოლოსთან” შენი გოლი აღარ ახსოვთ – ბურთით ფეხზე რომ იცეკვე; შეუნდე ყველას, ვისაც “ატალანტასთან” შენი ბრილიანტური მოქმედება დაავიწყდა – 7 ფეხბურთელის წინააღმდეგ; აპატიე მათ, ვისაც “იუვენტუსთან” 5:1 აღარ ახსოვთ – შენი გოლი, საგოლე პასები თუ ჯადოქრობა 90 წუთის განმავლობაში; აპატიე, ვისაც ის დაავიწყდა,
“ლივერპულელ” ალექსანდერ-არნოლს რა გაუკეთე; შეუნდე მას, ვისაც აღარ ახსოვს, “სან სიროზე” “მილანის” წინააღმდეგ პირველად პენალტი რომ გამოიმუშავე – რომ გეჩხუბნენ და მარიო რუი შენ დასაცავად მოვიდა; აპატიე მათ, ვისაც “სტადიო მარადონაზე” პირველი დუბლი, “მონცასთან”, დაავიწყდათ. ასევე მას, ვისაც “ვერონასთან” სადებიუტო მატჩი აღარ ახსოვს. მათთან საუბარს აზრი არ აქვს…
“ნაპოლის” მარადონას შემდეგ ამ დონის ფეხბურთელი არ ჰყოლია. ფეხბურთის სამყაროში ერთ გუნდზე ქორწინება არ ხდება, ასე რომ ადრე თუ გვიან წახვალ. მე ძალიან მინდა, ეს იანვარში არ იყოს. ოღონდ ახლა ნუ წახვალ! – შენ იცი, როგორ მოვიპოვოთ ისევ ჩემპიონობა. ამ ქალაქში ნამდვილი პრინცი ხარ, ამით კი მეფე გახდები და დიეგოსთან ახლოს მიხვალ.”
უპატივცემულობის,უმადურობის,უსამართლობისა და დაუფასებლობის საუკეთესო მაგალითია ლაურენტესის,კონტეს,მთელი გუნდისა და გულშემატკივრების დამოკიდებულება კვარაცხელიას მიმართ,იმ პატარა ქართველი ბიჭის მიმართ,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 33 წლის შემდეგ ნაპოლის ჩემპიონობაში,რომელიც საჩემპიონო წელს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.მოიყვანეს ნერეში,რომელიც მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელია,რომელსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებია,ჯერ არანაირი დამსახურება არა აქვს გუნდის მიმართ,რომელიც რამდენჯერმე მეტ ხელფასს იღებს ვიდრე კვარაცხელია,გადმოიყვანა კონტემ კვარას ფლანგზე,ათამაშებს ხვიჩას პოზიციაზე,გახადა მისი კონკურენტი,როცა უნდა მაშინ ცვლის,აიძულებს წინ და უკან დოღის ცხენივით ირბინოს,ათამაშებს შეტევის ხაზიდან 30 მეტრით უკან.ახლა კი ხელებს შლის გაკვირვებული და ამბობს,მეო ყველაფერი გავაკეთეო კვარაცხელია ჩვენთან რომ დარჩენილიყოო.ცინიზმის მწვერვალია კონტეს განცხადებები.აუცილებლად უნდა დატოვოს ხვიჩამ ნაპოლი და აღარასოდეს დაბრუნდეს იქ.და ვინც აქ გამოდის და ცდილობს რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოჩნდეს,თქვენ თქვენსას უნდა იცავდეთ მუდამ,მითუმეტეს რომ კვარაცხელია 100% -იანია მთელი ნაპოლის გუნდის მიმართ.
რა თქმა უნდა ჭეშმარიტ ფანებს, მისი წასვლა ეწყინებათ! მაგრამ პირადად ვიცი, რა არის წნეხის ქვეშ თამაში, არ არის ადვილი გაუძლო ყოველდღოურად, ვერ შეირგეს ეს ბიჭი, ვინც ადამიანად აგრძნობინათ თავი და ყოველთვის უნდა წამოხვიდე იმ ადგილიდან, სადაც სათანადოდ არ გაფასებენ, მითუმეტეს როდესაც ამდენი გაუკეთე კლუბს!