ხვიჩას 80 წუთი – პსჟ-მა “მარსელს” მოუგო

ლიგა 1-ის 26-ე ტურში პსჟ-მა უახლოესი მდევარი „მარსელი“ სახლში 3:1 დაამარცხა და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.
„პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა, კვარაცხელია კი ისევ სასტარტოში დააყენა. მე-17 წუთზე კვარაცხელიამ ცენტრში ბურთი თავით ფაბიანს დაუგდო, რომელმაც დემბელეს პასი გაუკეთა და მან მასპინძლები დააწინაურა. აქედან მოყოლებული სტუმრებმა შეუტიეს, მაგრამ ვერ იხეირეს. სამაგიეროდ პარიზელებმა იხეირეს, როდესაც ფაბიანის გარღვევის შედეგად რულის კარი მენდეშმა დალაშქრა.
შესვენების შემდეგ გუირიმ ანგარიში შეამცირა. პსჟ-მა შეტევებით უპასუხა, დემბელეს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა,
ზაირ-ემერის გატანა რულიმ არ დაანება, ხოლო ჰაკიმის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ლიროლამ ჩაჭრა. „კვარა“ მე-80 წუთზე შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.
პსჟ 68 ქულით ლიდერია და 29 მარტს „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.
პსჟ – მარსელი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (17), 2:0 მენდეში (42), 2:1 გუირი (51), 3:1 ლიროლა (76, საკ. კარში)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში