ხვიჩას შეუპოვრობა და ცეკვა – როცა “მამარდა” “რეალთან” საუკეთესო გახდა

ვერმოგებას არ ეგუებოდა, გონსალო რამოშს მაგარი პასი გაუკეთა, რასაც კუთხური მოჰყვა; კუთხურის შემდეგ “კვარამ” საგოლე პასი შეასრულა. აღნიშვნისას ცეკვის ელემენტები ვნახეთ – ეს იყო უქმეებზე და ახლა ჩემპიონთა ლიგა გველის.
სამშაბათის საღამოს (ჩვენი დროით 23:59 სთ) ორი დიდი მატჩია და ორივე ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით – უკვე ნახსენები პსჟ მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ და გიორგი მამარდაშვილის “ლივერპული” მადრიდის “რეალთან.”
ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ლუის ენრიკეს გუნდმა მიუნხენელებს 9 კაცით აჯობა; იყო მუსიალას მძიმე ტრავმაც. ასე რომ სერიოზულ დაპირისპირებას ველით.
წინა სეზონში, ან ეტაპზე “ბაიერნმა” პსჟ-ს მოუგო და იქ დემბელე გააძევეს.
და მისი თანაგუნდელები ოპტიმალურ ფორმას იბრუნებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი განსაკუთრებული წარმატებით გამოდიან. “კვარამ” მერამდენედ დაამტკიცა, მარცხნივ რომ უფრო პროდუქტიულია და იმედია, მარჯვნივ უფრო ბარკოლას ვნახავთ.
კომპანის გუნდი მხოლოდ იგებს და მის შეჩერებას ვერავინ ახერხებს. ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან რა იქნება.
დუეს ტრავმა და ზაბარნის დისკვალიფიკაცია მასპინძლების დანაკლისია, სტუმრებს კი უკვე ნახსენები მუსიალა, დეივისი და იტო აკლიათ.
მთავარი მსაჯი კვარაცხელიასთვის კარგად ნაცნობი, იტალიელი მარიანი იქნება.
პსჟ: შევალიე – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ზაირ-ემერი(ან რუისი), ნევეში – ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია;
ბაიერნი: ნოიერი – ლაიმერი, უპამეკანო, ტა, ბიშოფი – კიმიხი, პავლოვიჩი – ოლისე, კეინი, დიასი – ჯექსონი.
ალისონის დაბრუნება გადაიდო, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ კი გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს – სამშაბათს, 23:59 სთ.
ბოლოს “ვალენსიას” რიგებში “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ რომ იასპარეზა, ქართველმა მეკარემ გაიმარჯვა და მატჩის საუკეთესო გახდა; მანამდე საპატიო ფრე იყო და ცუდად გასახსენებელი მატჩიც გვახსოვს. ფაქტია, “ლივერპულის” გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლებად გამოუცდელი კიპერის მიმართ შიში არ უნდა ჰქონდეთ, თანაც გიორგის ბოლოს ძალიან დამაჯერებელი შეხვედრა ჰქონდა.
“ასტონ ვილასთან” გამარჯვებამ ლივერპულელები კრიზისიდან გამოიყვანა და ვნახოთ, ეს როგორ გაგრძელდება, მადრიდელები “ლა ლიგას” ლიდერობენ, წარმატებას კი კლასიკოშიც მიაღწიეს. ალონსოს გუნდს ჩავარდნა მხოლოდ “ატლეტიკოსთან” ჰქონდა.
ალექსანდრ-არნოლდი “ენფილდზე” ბრუნდება და ეს უკვე ძალიან საინტერესოა, “მამარდას” კი გიულერთან კიდევ ერთი დუელი ელის. რაც შეეხება კარერასს, ახლა სალაჰის შეჩერება მოუწევს.
სლოტმა კეკკეშისა და ვირტცის გარეშე უკეთ ითამაშა, ალბათ, შემადგენლობას არ შეცვლუს და გერმანელი ექსმწვრთნელს სასტარტოდან ვერ დაუპირისპირდება. მეკარე ალისონის გარდა, ფრიმპონგისა და ისაკის ტრავმებია აღსანიშნავი, მადრიდელებს კი კარვახალი, ალაბა და რუდიგერი აკლიათ.
ლივეეპული: მამარდაშვილი – ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი – გრავენბერხი, მაკ ალისტერი – სალაჰი, სობოსლაი, გაკპო – ეკიტიკე;
რეალი: კურტუა – ალექსანდრ-არნოლდი, მილიტაო, ჰუისენი, კარერასი – ვალვერდე, ჩუამენი – გიულერი, ბელინგემი, ვინისიუსი – მბაპე.
იუვენტუსი – სპორტინგი(გიორგი ქოჩორაშვილი);
პაფოსი – ვილიარეალი (გიორგი მიქაუტაძე);
ოთხშაბათი, 23:59 სთ
ინტერი – კაირატი(გიორგი ზარია);
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი – კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
ოსიმენის დუბლი – “გალათასარაიმ” და “ატლეტიკმა” გაიმარჯვეს
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგმა” გაიმარჯვა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
2027/28-წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად დაიწყება
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე – “რეალმა” “კაირატი” გაანადგურა
ზარია სეზონის დასრულების შემდეგ “კაირატს” დატოვებს
დღეს “კვარა” თუ მბაიე? – 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
“ბარსელონამ” “ოლიმპიაკოსი” გაანადგურა – ზარიას “კაირატმა” “პაფოსს” ვერ მოუგო
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა – “ვილიარეალმა” და “იუვემ” ქულები გაიყვეს
“სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია” – ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
მამარდაშვილი “აინტრახტთან” სასტარტოშია, ქოჩორაშვილი “მარსელთან” სათადარიგოა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ქოჩორაშვილის დებიუტი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე – “სპორტინგმა” “კაირატს” სძლია
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს – “სპორტინგმა” “ალვერკას” ისევ სძლია
[VIDEO] “თუ “კაირატი” “რეალს” დაამარცხებს, ყველა ფეხბურთელს მანქანას გადავცემ” – ყაზახი ბიზნესმენი
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს – “სპორტინგი” 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა – “ვილიარეალმა” “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა
დღეს – კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე “სიტის” დასამწუხრებლად
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება