ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში

ივლისი სპორტული კუთხით აქტიურ თვედ ნაკლებად მიიჩნევა, მითუმეტეს, თუკი დიდი სანაკრებო ტურნირი არ გვაქვს, მაგრამ წელს სხვა ვითარებაა. ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ნელ-ნელა უფრო საინტერესო ხდება, ს ფაქტორის გამო ჩვენთვის ხომ თავიდანვე განსაკუთრებული იყო.
რაც ნამდვილად ვიცით, 5 ივლისს, 20:00 საათზე, პსჟ მიუნხენის “ბაიერნს” მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ინგლისური სვლა ჰქონდა, აქ ესპანურ “ატლეტიკოს” აჯობა, ახლა კი კიდევ ერთი დიდი გერმანული კლუბი ელის.
თუკი ყველაფერი ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდა, პარალელურად კი ლოგიკურად, ნახევარფინალში ფრანგები მადრიდის “რეალზე” გავლენ. მაშინ ამ დაპირისპირებას 9 ივლისს, 23:00 საათზე ვნახავთ – ხვიჩა ბავშვობის ოცნების გუნდს ერთხელაც დაუპირუსპირდება, პირველად ეს “ნაპოლის” რიგებში მოხდა.
ფინალზეც ვთქვათ, სადაც ბადის მეორე მხრიდან რა მოხდება, არავინ იცის, სხვებზე წინ კი ალბათ ლონდონის “ჩელსი” უნდა დავაყენოთ, აქამდე “კვარა” რომ არ დაპირისპირებია. გადამწყვეტი მატჩი 13 ივლისაა (23:00 სთ) ჩანიშნული.
თუკი პსჟ და ხვიჩა წარმატებასთან და მორიგ ტიტულთან ასოცირდებიან, სამწუხაროდ, ქართულ საკლუბი ფეხბურთში ზაფხულში ყველაფერი პირიქითაა. ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვისურვოთ, პირველი ეტაპი მაინც წარმატებით გადავლახოთ და დანარჩებზე შემდეგ ვისაუბროთ.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999” შვედურ “მალმიოს” სამშაბათს, 8 ივლისს, “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს და 15-ში სტუმრად ითამაშებს.
რაც შეეხება კონფერენსს ლიგას. გორის “დილა” ლუქსემბურგის “რასინგს” 10-ში გასვლაზე შეხვდება, ერთი კვირის შემდეგ კი გორში დაუხვდება.
ქუთაისის “ტორპედო” 10 ივლისს შინ ყაზახურ “ორდაბასთან” იასპარეზებს, მომდევნო ხუთშაბათს კი განმორებითი მატჩი შიმკენტში ელის.
მოგეხსენებათ, საქართველოს თასის მფლობელი “სპაერი” კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, ვენის “აუტრიასთან” ბრძოლები 24 (სტუმრად) და 31 ივლისაა და იმედია, იქ ქართული კლუბებიდან მარტო არ იქნება წარმოდგენილი.
უნდა გამოვყოთ საქართველო-ირლანდიოს სარაგბო მატჩი, რომელიც 5 ივლისს თბილისში ჩატარდება. “ბორჯღალოსნებს” შემდეგ სხვა ტესტ-მატჩები ქვეყნის გარეთ აქვს.
ვნახოთ, რამდენად საინტერესო და “გრძელი” ივლისი გველის, აგვისტოდან კი ტოპჩემპიონატები და ტურნირები ახლიდან მოკრებენ ძალებს.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება – ბიორნ იონსენმა ქუთაისის “ტორპედო” დატოვა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი – “დინამოსა” და “ტორპედოს” მატჩი სკანდალით დასრულდა
“იბერია სტარის” მიმართვა ქალაქის მერ გიგი უგულავასადმი!
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გორის “დილა” მთავარმა მწვრთნელმა დატოვა – მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ახალი ქართული კლუბი “სპაერი”, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ინტერ მაიამისთან” მატჩში?
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე – “დილას” ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
“სანამ კინი “ტორპედოს” მწვრთნელია, “ჯუნგლები” ტრიბუნას ვტოვებთ” – “ტორპედოს” ფანების განცხადება [PHOTO]
“იბერიამ” მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
“გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას” – თბილისის “დინამოს” განცხადება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება
ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში “იბერია”, თუ “ბასაქშეჰირის” ბარიერს დაძლევს
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა
მამაცაშვილი “იბერიადან” შვედურ გუნდში გადავიდა
პსჟ კვლავ “ინტერთან” თუ “რეალი”/”სიტის” საუკეთესო – გზა ფინალამდე
სარეკორდო ტრანსფერი – “ტორპედომ” მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
“სპაერის” სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა