ხვიჩას მერვე საგოლე მოქმედება – “ნაპოლიმ” “ტორინოს” სძლია და ისევ ლიდერია

სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ტორინო“ 1:0 დაამარცხა.
პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ადამსმა ბურთი თავით კარს ოდნავ ააცილა. სტუმართა რიგებში აქტიური იყო კვარაცხელია, რომელსაც სამი შანსი ჰქონდა: ჯერ მიზანს ვერ უწია, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ხოლო ერთხელ გატანა მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა არ დაანება. ტურინელთა მეკარემ აგრეთვე ლუკაკუს რთული ბურთი მოიგერია. 31-ე წუთზე კი მაკტომინეიმ „კვარას“ პასით ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. „ტორინოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ კოკომ ბურთის ცარიელ კარში შეგორება ვერ შეძლო. ხვიჩას შეჩერება მეტოქეებს უჭირდათ და
მსაჯმა უხეშობისთვის ვალიუკევიჩს და პედერსენს ყვითელი ბარათები უჩვენა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ოლივეირას და სიმეონეს მილიონკოვიჩ-სავიჩმა არ გაატანინა, ნერესის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და კონტეს გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
ხვიჩამ 79 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ნაპოლი“ 32 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს რომში თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს.
ტორინო – ნაპოლი 0:1
გოლი: მაკტომინეი (31)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში