“ნაპოლის” საიტი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით, შაბათს “ბოლონიასთან” სათამაშოდ მზად იქნება.
გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სავარაუდოდ 1-ელ მაისს ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს და მამას, ბადრი კვარაცხელიას შეხვდა, მხარეებს შორის კარგი საუბარი გაიმართა, რათა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.
გამოცემის მტკიცებით, ფუნდამენტური საკითხი ხვიჩას დატოვებაა, ჯუღელი თავისი კლიენტისთვის კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მოითხოვს,
დე ლაურენტისი მზადაა ანაზღაურება პრემიალურებიანად 4 მილიონამდე მოუმატოს, მოლაპარაკებები დაწყებით სტადიაშია, გადაწყვეტილება სერია A-ს დასრულებისას სწრაფად უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან “კვარას” სურს ევრო 2024-ე საასპარეზოდ ისე გაემგზავროს, რომ თავისი მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს.
“კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩათი “ბარსელონა” და პსჟ არიან დაინტერესებული, დე ლაურენტისს მისი გაშვება არ უნდა და ამიტომ ძალიან ძვირად, 120-130 მილიონად აფასებს.