ხვიჩას კარგი მატჩი – “ბარსელონასთან” შეხვედრის წინ “ნაპოლი” სახლში “ჯენოას” დაუზავდა [VIDEO]

სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ მატჩი 1:1 დასრულდა.
როგორც მოსლოდნელი იყო უპირატესობას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლენ, კვარაცხელიამ მეტოქე ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მეკარე მარტინესი დაეუფლა. ცოტა ხანში მან ანგისას არ გაატანინა. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე მერეტი. მერე ხვიჩას მცველი ეუხეშა, მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, ქართველმა პროტესტი ემოციურად გამოხატა და ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში გენუელები ფრენდრუპმა დააწინაურა. მერე „კვარა“ ლამაზი ფინტით ვასკესს გასცდა, რომელიც ვასკესმა წააქცია და
არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა, პოლიტანომ კი საჯარიმო უხეიროდ შეასრულა. ისევ განახორციელა კვარაცხელიამ დრიბლინგი, პასიც გააკეთა და პარტნიორებისან ვერავინ გამოეხმაურა. მწვრთნელმა მაცარიმ ტრაორეს, პოლიტანოს და მაცოკის ნაცვლად შეცვლაზე ლინდსტრიომი, ნგონჟი და ოლივეირა შეუშვა. ნეაპოლელები ინიციატივას ფლობდნენ, ხოლო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. ხვიჩა ყველა სტანდარტულს ასრულებდა, მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ანგისამ მცველს დაასწრო, მაგრამ მიზანს ოდნავ ააცილა. მხოლოდ ქართველი ამწვავებდა თამაშს, თუმცა ოსიმენის არყოფნაში მის გადაცემებს თანაგუნდელები ვერ იყენებდნენ. 90-ე წუთზე ნგონჟმა ანგარიში გაათანაბრა. ბოლოს ხვიჩას მოპოვებული საჯარიმო ლინდსტრიომმა ზუსტად ვერ შეასრულა და შეხვედრაც დასრულდა.
„ნაპოლი“ 36 ქულით მე-9 ადგილზეა და 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში
„ბარსელონას“ უმასპინძლებს.
ნაპოლი – ჯენოა 1:1
გოლები: 0:1 ფრენდრუპი (47), 1:1 ნგონჟი (90)
მისი თანაგუნდელებიდან გამომდინარე მაქსიმალურად კარგად ითამაშა. ყველა ჯარიმაზე ეს პოლიტანო რომ დაეტაკება ბურთს დასარტყმელად, საერთოდ კარის მიმართულებით დაურტყია ოდესმე? ოსიმენის დაბრუნება გამოასწორებს ცოტა თამაშის ხარისხს, მაგრამ არა ისე,რომ მე-4 ადგილამდე აქაჩონ.