ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა

ფრანგული მედიის ცნობით, 21 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა ლუკას ბერალდომ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა.
მიზეზი სათამაშო დროის სიმცირეა. ბერალდოს მხოლოდ მარკინიოსის და ვილიან პაჩოს არყოფნისას უწევს ასპარეზობა ან შეცვლაზე შედის. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობა მან პაჩოს დისკვალიფიკაციის გამო მიიღო.
ლუკასმა კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადება უნდა და წასვლა სურს. თხოვნა გაითვალისწინეს და ორ შემთხვევაში დათანხმდებიან: თუ მის ნაცვლად ილია ზაბარნის (ბორნმუთი) დაიმატებენ და მსურველი კლუბი მინიმუმ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბერალდო „პარი სენ ჟერმენმა“ 2024 წლის იანვარში „სან-პაულუსგან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს, გასულ სეზონში კი ყველა ტურნირზე 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
დონარუმა ხვალ პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს?
უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა
ტრამპი “ჩელსის” დიდი ფანია – ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
“ნაპოლიმ” და “პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ