ხვიჩას გამოუყენებელი შანსი – პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “ბრესტს” 1:0 ამარცხებს

ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ პირველი ტაიმის შემდეგ „ბრესტს“ 1:0 ამარცხებს.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა.სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
ბრესტი – პსჟ
გოლი: დემბელე (29)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში