ხვიჩას “გამოსწორება” ახლა შეუძლია – პსჟ კიდევ ერთი ტიტულისთვის!

პსჟ-ის ფეხბურთელი რომ გახდა, გუნდს საფრანგეთის სუპერთასი რამდენიმე დღის მოპოვებული ჰქონდა და ეს ტიტული ქართველის მდიდრულ მონაპოვარს აკლია. “კვარას” ამის “გამოსწორება” ახლა შეუძლია – 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე, ქუვეითში პსჟ “მარსელს” ქუვეითში, “ჯაბერ ალ-აჰმადზე” (60 000 მაყურებელი) შეხვდება.
მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო და მარსელელებმა უბრალოდ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ სუპერთასისთვის დიდ ბრძოლას გამართავენ.
პარიზელებმა აზიაში ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასი აღმართეს და ახლა კიდევ ერთი ტიტული სურთ.
პსჟ-მა ჩემპიონატში “მარსელთან” (0:1) წააგო, მაგრამ ცხრილში მათთვის რეალური კონკურენციის გაწევას მაინც ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, შურისძიებაზე ფიქრი იქნება.
ენრიკემ შესვენების შემდეგ გუნდი ტონუსში მაქსიმალურად მოიყვანა და “პარიზს” (2:1) ისე აჯობა. არ უთამაშია ს და მას პირველად ახლა მოუწევს საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. “კვარას” ფინალები აშკარად გამოსდის.
ჰაკიმი და მბაიე აფრიკის თასზე არიან, საფონოვსა და ლის კი ტრავმები აწუხებთ. ბოლო შეხვედრაში გოლების ავტორები, დემბელე და დუე სასტარტოში იქნებიან და მათ ხვიჩა კვარავლცხელიაც დაემატება.
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ “კაირატი” დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგმა” თასზე თითქმის მოგებული მატჩი წააგო
პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
ლორან ბლანი: “ბორდოსთან” მატჩი რთული იყო
ზედიზედ მესამედ, ისტორიაში მეხუთედ: პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან – ქუვეითში გასამართი პსჟ “მარსელის” სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები