“ხვიჩას ამაში ბადალი არ ჰყავს” – სიმეონემ “კვარაზე” ისაუბრა

გუშინ, 4 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების მომტანი გოლით შინ “ვერონა” (2:1) დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ Dazn-ის ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა.
“როდესაც ჩემ უკან ფეხბურთელი მოქმედებს და ბევრს მოძრაობს, ეს სივრცეების ათვისებაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეს ბურთს ფეხში მისცემ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით, მეტოქეს უდიდეს ხიფათს შეუქმნის, ქართველს ამაში ბადალი არ ჰყავს”, – განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “კვარამ” “ნაპოლის” მაისურით, ყველა ტურნირზე ჯამში 29 მატჩი გამართა. თავი კი 6
გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში