სპორტს დიდი ძალა აქვს, მხოლოდ გართობის საშუალება არაა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა თუ პირადი პრობლემების დროს ის საშუალებას გვაძლევს, განწყობა სულსა და გონებაში შევცვალოთ. ასე გაიხარებდნენ წუხელ გიორგი მიქაუტაძის გოლით, ასე ელოდებიან დღეს “კვარას” მორიგ მატჩს…
კარლო ანჩელოტის “ნაპოლიმ” იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტულით გაიხარა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები “კოპა იტალიას” მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ – შემადგენლობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით
როტაცია გასულ სეზონში გასაკვირი უფრო იყო, ახლა კი ანტონიო კონტესაც განსაკუთრებული მიზნები აქვს.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სერია “ა”-ს მე-15 ტურს ლიდერის რანგში კი შეხვდა, თუმცა რადგან “ატალანტამ” “მილანი” დაამარცხა, კონტეს ფეხბურთელებს პირველობის დაბრუნება სჭირდებათ. “ნაპოლი” “ლაციოს” “დიეგო მარადონაზე” (54 726) დაუპირისპირდება – დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.
რთულია იმის თქმა, მწვრთნელებმა იმ სათასო შეხვედრიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანონ, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ. განვლილ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება რომაელთა ნახევარმცველ ნიკოლო როველას ჰქონდა, რომელიც ახლა დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება სეზონში) გამო ვერ ითამაშებს. “ლაციოს” პორტუგალიელი ნუნუ ტავარეში, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, ტრავმირებული ჰყავს, ისევე როგორც დია და ვესინო; ნეაპოლელთა ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ მაცოკია.
ნიდერლანდელ ტიჯანი ნოლსინს, ვინც თასზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩემპიონატში სულ ორი შედეგიანი დარტყმა აქვს. რომაელი მატია ძაკანი განსაკუთრებით მობილიზებული იქნება, რადგანაც ხუთშაბათის მატჩში პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.
მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელსაც დასვენების საშუალება მთლიანად მიეცა. თასის წინა გათამაშებებში ის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად მაინც შემოჰყავდათ. როცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, “კვარას” უბრალოდ ხასიათი უფუჭდებოდა. გუნდის წარუმატებლობით ქართველი გაბრაზებული იქნება, მის მიმართ კი ისევ განსაკუთრებულ მეურვეობას ველით. შეგახსენებთ, სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი, 3 შედეგიანი პასია (ერთი გაფრთხილება აქვს).
ამ შეხვედრის პარალელურად, ზურიკო დავითაშვილის “სენტ ეტიენი” ერთ-ერთ ლიდერ “მარსელს” უმასპინძლებს. იმედია, გუნდი წინა ტურში განცდილი შოკიდან (რენთან 0:5) გამოსვლას მოახერხებს, ეს კი მათ ჩვენებურის შედეგიანობის გარეშე გაუჭირდებათ. რაც შეეხება იტალიას, დღეს საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” უფრო ადრე (18:00 სთ) ითამაშებს და “ვერონას” ესტუმრება; ამის პარალელურად, სერია ბ”-ში ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე” “რეჯიანას” დაუხვდება.
მოგესალმებით სპორტალის მომხმარებლებო. იყო დრო, როდესაც სპორტალზე განსხვავებული აზრის დაწერას უამრავი სალანძღავი სიტყვა და გინების კორიანტელი მოყვებოდა. მაშინ მეც და სხვა ბევრმა ჭკუადამჯდარმა ხალხმა ხმა ავიმაღლეთ ამის წინააღმდეგ. ვასაბუთებდით, რომ ამ საიტზე ბევრი ბავშვი და ქალი შემოდიოდა, ეცნობოდა მასალებს და უხერხული იყო იმ ბილწსიტყვაობის მოსმენა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი საიტი, ლამის, ყველაზე სუფთა და ბილწსიტყვაობისაგან თავისუფალი საიტი გახდა, სხვა ელექტრონულ რესურსებთან შედარებით. უფრო მეტიც, ის უფრო კომპეტენრური და კვალიფიციური გახდა, ვიდრე თვით სპორტის სამინისტრო და ფედერაციები. ისეთი ტაქტიკური ანალიზები და თამაშის გარჩევები იწერებოდა, ლამის ფერგიუსონს, რინუს მიხელს, ანჩელოტის, გვარდიოლას და საფეხბურთო აზროვნების გენიოსებს შეშვენდებოდა. ჩამოვთვლი – სოსო, დავით 67, ზურა 222, ქართველი, იასონას უგარი, GLA და ბევრი, მაპატიეთ თუ ყველა მოაზროვნე და ღირსეულ პიროვნებას ვერ ჩამოვთვლი. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბოლო წარმატებები, კერძოდ კონტრშეტევის სტილის ათვისება, აქაური ანალიტიკოსების დამსახურებაა და მოვუწოდებ ყველა დამწყებ და მოქმედ მწვრთნელს, ფეხბურთელს და სპეციალისტს ხშირად ეწვიოს სპორტალს და გაეცნოს კომენტარებს, სხვათა ნააზრევებს. მერწმუნეთ ის დიდად დაგეხმარებათ, სპორტული და აზრობრივი განვითარების კუთხით.
სამწუხაროდ დღეს სხვა უკიდურესობა გვიდგას, სპორტული საიტი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებების, ლამის ლანძღვა-გინების, შეურაცხყოფების ადგილი. მე ვერავის დავუშლი საკუთარი აზრის გამოთქმას, თუგინდ პოლიტიკური გემოვნების გამოვლენის კუთხით, მაგრამ როცა კორექტულობას ვერ ვიცავთ, ხომ არ ჯობია, ამისათვის სხვა პლათფორმა გამოვიყენოთ. არსებობს სხვა საიტები, სადაც პოლიტიკური სტატიები იბეჭდება და იქ ვაფრქვიოთ ჩვენი კატეგორიული და შეუმწყნარებელი მიდგომები, ხოლო სპორტალი ჯერჯერობით სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხს ქართული სპორტის გულშემატკივრობით გვაერთიანებს და მოდით შევინარჩუნოთ ქართველთა გამაერთიანებელი ლამის ეს ერთადერთი პლატფორმა.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ზაფხულიდან მოყოლებული ყოველ თვის ბოლოს ამბობენ რომ ეხლა გაწყდება კონტრაქტის საკითხიო და არა და არ დაადგა საშველი. ამ შემთხვევაში ჯუღელია გასაკიცხი და არა ნაპოლის პრეზიდენტი. აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნაპოლი–კვარაცხელია 10-0.ასეთი ანგარიშით იგებს ნაპოლი. თუ ვერაფერს ვერ შვება აგენტი გამოდი და თქვი. ხვიჩა ითამაშებს 2027 წლამდე და მერე როგორც თავისუფალი აგენტი გადავა სხვა გუნდში. ერთი წლის მერე შეიძლება მართლაც დაუნიშნოს აურელიომ 8მლნ და კონტრაქტშიც ჩაუწეროს 80მლნ,მაგრამ რაღა აზრი აქვს? ამდენ გაცდენილ დროს ვინ დაუკომპენსირებს? სწორედ ამას ემსახურება ეს გაწელვა. ამდენს ვერ უნდა მიხვდეს აგენტი?