ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლი“ სახლში „ბარსელონას“ დაუზავდა 1:1.
როგორც მოსალოდნელი იყო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კალცონამ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. შეხვედრა კატალონიელთა შეტევებით დაიწყო, იამალმა შანსი ვერ გამოიყენა, ცოტა ხანში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, მაგრამ მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა უჭირდათ. „ბარსამ“ კიდევ ორი მომენტი შექმნა და მერეტმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. სადღაც 35-ე წუთისათვის „ნაპოლი“ უპირატესობას დაეუფლა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო,
ნეაპოლელები ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ, რადგან მოწინააღმდეგე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, კვარაცხელია, პოლიტანო და ოსიმენი განეიტრალებულები იყვნენ. მე-60 წუთზე კი ლევანდოვსკიმ „ბარსა“ დააწინაურა. მერე პედრის უძლიერესი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია და კაიუსტე ლინდსტრიომით და ტრაორეთი შეცვალა და ქართველმა უკმაყოფილომ დატოვა მოედანი, ხოლო areanapoli-მ უმალ აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ყველა გააკვირვა. ოსიმენმა კი საჯარიმოში მარტინესი ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საპასუხო შეხვედრა 13 მარტს ჩატარდება.
ნაპოლი – ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)