ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში – საგანგებო განცხადება

თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვალ უკვე ბათუმიდან შემოუერთდებიან. დილის 12 საათიდან, ევროპის მოედნიდან ადგილობრივი ოპოზიციონერები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქისკენ გამოემგზავრებიან:
“როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს” განაცხადეს რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
“ჩვენი შვილების ცემა ივანიშვილს არ შერჩება , არ მოხდება ამ ქვეყანაში რუსული მთავრობის დიდხანს ყოფნა ხელისუფლებაში. პირდაპირი მნიშვნელობით სცემენ ჩვენ შვილებს..ივანიშვილმა უკვე ნახა თბილისი ქუჩაში, ახლა დროა ნახოს მთელი საქართველო რუსთაველის გამზირზე” – განაცხადა “ახალის” ადგილობრივმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო