ხვალ ცესკოს სხდომა დაინიშნა, დღის წესრიგი ჯერ ცნობილი არ არის

ხვალ, 16 ნოემბერს 11:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ში დაუდასტურეს. სხდომის დღის წესრიგი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ მას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცესკოში სხდომის დანიშვნის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა პარტია “ლელოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ. მან თქვა, რომ დღეს, ცოტა ხნის წინ მიიღო შესაბამისი შეტყობინება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგი ცნობილი არაა, საქმე ეხება საპარლამენტო ს შედეგების შეჯამებას.
“რამდენიმე წუთის წინ მოვიდა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ, 11:00 საათზე არის სხდომა. აი, ამ ფაქტითაც ჩანს, რეალურად, აქ არანაირი სიჩქარის საფუძველი არ არსებობდა. შესაძლებელი იყო, რომ წინასწარვე ყოფილიყო ცნობილი სხდომის ჩანიშვნის შესახებ. ეს მოხდა განგებ, გვიან საღამოს. რათა მოულოდნელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შეტყობინებაში დღის წესრიგის პროექტი არ არის მოცემული, ბუნებრივია აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ საქმე ეხება არჩევნების შედეგების შეჯამებას ცესკოში, ბეჭდის დარტმას, რომელსაც ცესკო რომელსაც ქართული ოცნების “ნოტარიუსი” აპირებს”, – თქვა მან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ ს გამოკითხვაც.

ასევე დაგაინტერესებთ