“ხვალ მთავარი გამოცდა გველის, დილის 9 საათზე პარლამენტის უკან” – თსუ-ს სტუდენტების განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ:
,,გაყალბებული თ დაგვინიშნა ერთმა კაცმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც, ხალხის ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე იკრიბება ხვალ.
ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. არჩევანი ჩვენს ხელთაა – ან ვეგუებით მოპარულ არჩევნებს და უარს ვამბობთ მომავლის პერსპექტივაზე, ან ვიბრძვით, ვიცავთ ჩვენს თითოეულ ხმას და ვიმარჯვებთ.
სტუდენტები არ ვაპირებთ, შევეგუოთ გარუსებას, ცენზურას, თავისუფლების შეზღუდვას, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მასობრივ რღვევას და წართმეულ მომავალს.
ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე პარლამენტის უკან.
სხვებთან ერთად, თსუ-ს სტუდენტებიც ვტოვებთ აუდიტორიებს, გავდივართ პარლამენტთან და ვიბრძვით წართმეული ხმების დასაბრუნებლად.
გაიმარჯვებს საქართველო”

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს