“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს , მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
არავინ დავობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობა. მათთან თანამშრომლობით არაერთი სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს ეკონომიკას. არავინ დავობს, რომ მსოფლიო მრავალპოლარულია და პატარა ქვეყანა საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას აღნიშნულ რეალობას უნდა ითვალისწინებდეს. მაგრამ ვინ თქვა, რომ შეუძლებელია ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება და მრავალპოლარულობისგან მომავალი საფრთხეების განეიტრალება, პუტინთან ფოტოების გადაღების გარეშე! დაპყრობილი, რუსეთის მიერ სისხლით მორწყული ქვეყნის ლიდერი რატომ არ უნდა იკავებდეს თავს იმ ფორუმებში მონაწილეობის მიღებისგან, სადაც ომის დამნაშავეს, საქართველოს მტერსა და დამპყრობს ბენეფისი აქვს… მტრებთან კომუნიკაციისთვის მხოლოდ ასეთი იაფფასიანი და დამამცირებელი გზები არსებობს? მრავალპოლარულ სამყაროში მარტო უნდა გავიკვალოთ გზა? მტრებს მარტო უნდა ველაპარაკოთ? ზურგს მეგობრები არ უნდა გვიმაგრებდნენ? თურქმენეთთან მეგობრობა, პუტინთან ლაციცი აუცილებელია და გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან თანამშრომლობა მონობა და სუვერენიტეტის დაკარგვა? თემურ ლენგის საფლავზე ყვავილები მიიტანეს და რა უჭირს, ეგ უზბეკეთის დამოუკიდებლობის მემორიალიაო. პუტინის კონტექსტში ეწერებიან და რა უჭირს, დედამიწაზეც ხომ ერთად ვცხოვრობთო. საერთოდ რამე საზომი გვაქვს ღირსების დასაცავად? ყველაფერი მოსულა? ტაბუ არ არსებობს? ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს თავისთან, მგლის ლეკვით ხელში ჩავა? და ესეც ლიბერალიზმის გარყვნილებას დაბრალდება? ღმერთო, გთხოვ, გადმოხედე საქართველოს!

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე