ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო გაიმართება
ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. საარჩევნო უბნები გაიხსნება ადგილობრივი დროით 11:00 საათზე და 22:00 საათზე დაიხურება. როგორც „როიტერი“ წერს, ეგზიტპოლები არ იქნება და შედეგები ცნობილი 12 მარტს გახდება.
გრენლანდიის 57,000 მოქალაქიდან, დაახლოებით 40,500-ს აქვს ხმის მიცემის უფლება. 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო.
გრენლანდიის პარლამენტში სულ 31 ადგილია, უმრავლესობის მოპოვებისთვის კი 16 ადგილია საჭირო.
გრენლანდიის მმართველი, მემარცხენე სოციალისტური პარტია Inuit Ataqatigiit (IA) პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელ გრენლანდიას, თუმცა ჯერჯერობით არ შეუმუშავებია ამის მიღწევის გეგმა. პარტიას ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში 11 ადგილი აქვს.
სოციალ-დემოკრატიული პარტია „Siumut“, ერიკ იენსენის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს გრენლანდიის დანიიდან თანდათანობით გამოყოფას და მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. „Siumut“-ს ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში ათი ადგილი აქვს.
მემარცხენეების პარტია „Naleraq“, პელე ბროებერგის ხელმძღვანელობით, უდიდესი ოპოზიციური პარტიაა და მტკიცედ უჭერს მხარს გრენლანდიის სრულ დამოუკიდებლობას. „Naleraq“-ს ამჟამად პარლამენტში ხუთი ადგილი აქვს.