ხვალ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში საქართველოს არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

ხვალ, 6 ნოემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მოსმენა გაიმართება.
კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საპარლამენტო პირველ საკითხადაა ჩასმული.
ეს ბოლო ერთ თვეში საქართველოს საკითხის ბუნდესტაგში განხილვის მეორე შემთხვევაა. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე გერმანიის ბუნდესტაგში სამთავრობო ფრაქციების ინიციირებით რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ. რეზოლუციის ავტორები და მხარდამჭერები ასევე იზიარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მმართველობის სტილი ავტორიტარულია და ქვეყნის შუაზე გაყოფას უწყობს ხელს.
ამასთან, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი არ აღიარებს, რომ საქართველომ თავისუფალი ან სამართლიანი ჩაატარა და ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ნაცვლად, ის აშკარა უკუსვლას ხედავს“.
გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. გერმანიის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან საუბარში შტაინმაიერმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?