“ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს” – წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

მის განცხადებას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს. მათი ცნობით, წულუკიანმა პოსტის დატოვების შესახებ რეჟისორ გიზო ჟორს საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც თქვა, რომ ხვალ, 26 სექტემბერს ბოლო სამუშაო დღე აქვს.
“დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ მე ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს, ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს – ეს ხანდახან პრობლემაა. მნახავთ. მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ იქ მსახიობად ვმუშაობ. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა რა მაქვს მონიჭებული”, – თქვა მან.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა მინისტრები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ.
2021 წლის მარტიდან კულტურის მინისტრია. იგი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 2012 და 2020 წლებშიც იყო და ორჯერვე მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა.
საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ