ხვალინდელი ყრილობის მთავარი ამოცანა “ქართული ოცნების” ახალი თავმჯდომარის არჩევაა, ასევე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა – შალვა პაპუაშვილი

ხვალინდელი პარტიის ყრილობის მთავარი ამოცანა არის პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. რა თქმა უნდა, ასევე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ს თქმით, მათი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის. რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, ამას პარტიის პრესცენტრიდან გაიგებთ. ხვალ არის პოლიტსაბჭო, პოლიტსაბჭოს შემდეგ იქნება ყრილობა და ყველა საკითხი, რომელიც ამ დღეებში ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, იქ იქნება ოფიციალურად გარკვეული.
რაც შეეხება ახალი მთავრობის დამტკიცებას და სამთავრობო პროგრამის, მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოზე მოხდება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა-დამტკიცება, პროცედურა გადმოინაცვლებს პარლამენტში, სადაც ფრაქცია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. ჩვენი მიზანია, მომავალი კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდეს და მომავალი კვირის ბოლოსკენ სრულად გვყავდეს დამტკიცებული მთავრობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით

ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ – მინიმალურ მადლიერებას ველოდით და ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში