ხე-ტყის უკანონოდ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ხე-ტყის უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან მიმართებით სამინისტროს მიერ გამოვლენილი ფაქტები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი თქმით, არალეგალურად მოწყობილ სახერხ საამქროებთან მიმართებით მძიმეა სტატისტიკა. ამიტომ ასეთი საამქროს მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ნაცვლად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება 1-დან 3 წლამდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის, 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღმკვეთი ვადა იცვლება 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.
მკაცრდება პასუხისმგებლობა ასევე დიდი რაოდენობით მორის უკანონო ტრანსპორტირებისთვის, რისთვისაც განმეორების შემთხვევაში პირს დაეკისრება არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
www.bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება კომისიები, რომლებიც აღწერენ ზარალს და გადაწყდება როგორც კომპენსაციის, ისე ანაზღაურების საკითხები – ლევან ჟორჟოლიანი