ხერსონში რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, ხერსონში რუსების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავებულია 60-ზე მეტი პირი.

პროკუდინმა დღევანდელ თარიღს “თავისუფალი ხერსონის შავი დღე” უწოდა.

მისივე ინდორმაციით, მტერი ოლქს ნაღმმტყორცნებით, არტილერიით, ტანკებით, დრონებითა და სხვა საბრძოლო საშუალებებით უტევდა.