ხერსონში აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთის არმია ხერსონს დნეპრის მარცხენა სანაპიროდან ბომბავს. ამის შესახებ Ukrinform, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით წერს.
“ხერსონში აფეთქებებია! რუსული არმია ქალაქს დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ბომბავს”, – ნათქვამია პოსტში.
როგორც Ukrinform წერს, ხერსონის მახლობლად რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა წყალმომარაგების სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის თავზე ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო.