28 ივლისის ღამეს რუსეთის ხერსონზე მიტანილი მორიგე იერიშის დროს დაბომბვის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე სასწავლო დაწესებულება გახდა, კოლეჯის შენობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ოლექსანდრ პროკუდინი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
