ხერსონის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს

27 ივლისის დილას, ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავაში რუსმა ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით სასწრაფო დახმარების მანქანას ესროლეს, მძღოლი დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
თავდასხმის და აფეთქების შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო და ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ს საჰაერო თავდასხმის სამიზნეში უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი მოექცა, მათ შორის: ხერსონი, ბურგუნკა, ოსოკოროვკა, ნიკოლსკოე, პონიატოვკა, ლვოვსკოე, ბერისლავი, სადოვოე, ოდრადოკამენკა, ფედოროვკა, ტიაგინკა, პრიდნეპროვსკი, ზელენოვკა, ანტონოვკა, ჩერნობაევკა და ნოვოალექსანდროვსკი.
რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სპორტკომპლექსი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რეგიონის დასახლებულ პუნქტებში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და 3 კერძო სახლი. ასევე, დაზიანებულია ავტოსამრეცხაოები, ავტოფარეხი, ავტობუსები, სასწრაფო დახმარების მანქანა და კერძო მანქანები.
რუსეთის თავდასხმების შედეგად ჯამში სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა.