უკრაინული მედიის ცნობით, 5-6 იანვარს ხერსონის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, მტერმა რეგიონში 112 ჭურვი გაუშვა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და სხვა საბრძოლო საშუალებებიდან.
რუსი სამხედროების სამიზნეს დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები და საწარმო წარმოადგენდა.
