ხელ-ფეხ შებორკილი ომეხი, გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით გადაჭრილი იყო შუაზე – ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს

ხელ-ფეხ შებორკილი ომეხი, გაათრიეს ტალახში და ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით გადაჭრილი იყო შუაზე – ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს, თითი წააჭრეს
ევგენი [აფრასიძე] ხელებაწეული დაჭრეს, იღლიაში იყო დაჭრილი. შეიყვანეს მერე გოჩამ და ომეხიმ, თავისმა შვილებმა. შემდეგ შემოვარდნენ, ორივე დაიჭირეს, ომეხი შებორკეს, ისე გამოიყვანეს, გოჩა გამოიყვანეს და გზაში დააგდეს, დასერეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა დოდო აფრასიძემ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004 წელს სვანეთში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას განიხილავენ.
დოდო აფრასიძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი შვილი, გოჩა აფრასიძე დანით დასერეს და უკვე გარდაცვლილი ეგონათ, რაც შეეხება მეორე შვილს, ომეხ აფრასიძეს, ის ხელ-ფეხ შეკრული დახვრიტეს ისე, რომ ცხედარი ნატყვიარით შუაზე იყო გადაჭრილი.
“გოჩას ტყვია არ მოხვედრია, დანით დასერეს და მკვდარი ეგონათ უკვე, გადაფარებული ჰქონდა ზემოდან “ადიალა”.
ომეხი, ხელ-ფეხ შებორკილი, გაათრიეს პირდაპირ ტალახში და იქ დახვრიტეს, ისე დახვრიტეს, რომ ნატყვიარით საერთოდ გადაჭრილი იყო შუაზე.” – აღნიშნა მან.
დოდო აფრასიძემ ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ომეხ აფრასიძე დაკავებამდე და გარეთ გაყვანამდე დაჭრილი არ ყოფილა. ასევე გაიხსენა, რომ როდესაც ცხედარს ბეჭედი ვერ მოხსნეს, თითი მოაჭრეს.
“ბეჭედს რომ ვერ აძრობდნენ ცხედარს თითი წააჭრეს და ყელსაბამს რომ ვერ ხსნიდნენ, მკერდზე ფეხი დაადეს, ისე ამოგლიჯეს. ამას ყველაფერს უყურებდნენ ბავშვები,” – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, -სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააკავეს, მათ 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში