“მარსელში” დიდი განხეთქილებაა, ადრიენ რაბიო და ჯონათან როუ კლუბმა გუნდიდან მოკვეთა და ტრანსფერზე დააყენა.
რაშია საქმე? ლიგა 1-ის სტარტზე, “რენთან” მარცხის შემდეგ, ფეხბურთელებმა დამნაშავის ძიება ერთმანეთში დაიწყეს. მეკარე ხერონიმო რულიმ ჯონათან როუ ესპანურად უშვერი სიტყვებით გალანძღა. ამ დროს, საქმეში რაბიო ჩაერია, მას სიტუაციის განმუხტვა სურდა, მაგრამ გარჩევა ქუჩურ ჩხუბში გადაიზარდა, რომელიც 10 წუთი გაგრძელდა. პირველად რაბიომ დაარტყა, რომელსაც ხელი როუმ შეუბრუნა. კონფლიქტის დროს, სტრესის ნიადაგზე, 17 წლის დერილ ბაკოლამ გონება დაკარგა. საქმეში დაცვა ჩაერია, მხარეები გააჩერა, თუმცა ვერ დააშოშმინა.
L’Equipe-ს ცნობით, გინება კიდევ დიდ ხანს ისმოდა. კლუბს მოთმინების ფიალა მას შემდეგ ამოეწურა, რაც კონფლიქტიდან 48 საათი გავიდა და ბოდიში არც ერთმა მხარემ მოიხადა.
რაბიოზე კომენტარი რაბიოს დედამ და აგენტმა გააკეთა: „მის მოკვეთაზე რომ გავიგე, თითქოს თავში ჩამარტყეს. ჩხუბის გამო არა. ცუდად იმიტომ გავხდი, რომ მან მარსელისთვის ბევრი გააკეთა, ასე კი მოექცნენ… ადრიენი გაბრაზებული არ არის, იმედგაცრუებულია. დე ძერბიმ ღალატზე ისაუბრა, მაგრამ თუ ვინმეს უღალატეს, ეს ადრიენია. არ ველოდი რომ ასე მოხდებოდა. პსჟ ყველაზე უარესი მეგონა, მაგრამ შევცდი. თუ რაბიო სეზონს გამოტოვებს, ეს კატასტროფა იქნება. ვფიქრობდით, რომ ასეთი რამ აღარ დაგვემართებოდა,” – თქვა ვერონიკა რაბიომ.
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები – არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა – რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება
“სოსიედადის” მეკარე ფოტოთი ამტკიცებს, რომ “რეალთან” მატჩისას თამაშის წესები არ დაურღვევია
დაბრუნება სამშობლოში – რაბიო კარიერას “მარსელში” განაგრძობს
ამ ბიჭმა “ბარსელონა” შეაჩერა!
“მეძავობა შთამომავლობითია” – პსჟ-ის ფანებმა რაბიოს და მის დედას შეურაცხყოფა მიაყენეს
“ნაპოლის” თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
ვეა “იუვენტუსიდან” “მარსელში” გადავა
“ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა” – რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი “მანჩესტერ იუნაიტედში”
რაბიოს ესპანეთში გადასვლა არ გამოვიდა და ახლა თვალი პრემიერლიგისკენ უჭირავს
ხვიჩას 80 წუთი – პსჟ-მა “მარსელს” მოუგო [VIDEO]
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
6 ევროპული კლუბი რაბიოს დამატებით ინტერესდება
