ხელშეკრულებები რუსულ კომპანიებთან – რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს კობალაძე

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული ინტერესების სამსახურში. საავტორო უფლებებისთვის ბრძოლაში ქართული ოცნება დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ირკვევა რომ იმ რუსული კომპანიის ინტერესების გასატარებლად, რომელიც მმართველმა გუნდმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გასანეიტრალებლად შემოიყვანა, ილია დარჩიაშვილის უწყება უცხო ქვეყნების დიპლომატებს აიძულებს ხელშეკრულება არა ქართულ, არამედ რუსულ კომპანიასთან გააფორმოს.
იმისთვის, რომ რუსულმა კომპანიამ საქპატენტის აკრედიტაცია მიიღოს, მას ხელშეკრულება უცხო ქვეყნების ასოციაციების უმრავლესობასთან სჭირდება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორები რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, ამიტომ საქმეში ქართულმა ოცნებამ საელჩოები ჩართო და იძულების წესით პარტნიორებისგან მოითხოვს საავტორო უფლებათა დაცვაში ხელშეკრულებები არა ქართულ ასოციაციასთან, არამედ რუსულ კომპანიასთან გააფორმონ.
საავტორო უფლებათა ასოციაციის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნების მსგავსო ორგანიზაციებიდან წერილები მიიღო. იაპონიისა და ს საავტორო უფლებათა ასოციაციები წერენ, რომ მათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და მოსთხოვეს შეხვედრა. იაპონიის შემთხვევაში ასეთი შეხვედრა შედგა, ხოლო სლოვაკეთმა უარი თქვა. მოთხოვნა კი იყო, რომ ამ ასოციაციებმა ხელშეკრულება დადონ არა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან, არამედ “გერასთან”, რომელსაც რუსეთთან აქვს კავშირები.
“ძალიან დიდი საერთაშორისო ზეწოლით შევძელით ის, რომ ამ ორგანიზაციას დაევალა გაეფორმებინა ჩვენნაირი ორგანიზაციების უმრავლესობასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები. ეს აკრედიტაცია უკვე ექვემდებარება გაუქმებას იმიტომ, რომ 55-მა ქვეყანამ თქვა უკვე უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ “იპოამ” [გერა] შეძლოს არათუ უმრავლესობასთან, მცირე ნაწილთანაც კი, გააფორმოს ხელშეკრულება. ადგა საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავალა ჩვენს საელჩოებს, რომ დაენიშნათ შეხვედრები და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთადერთი მიზნით, რომ დაერწმუნებინათ ისინი და გადაეთქმევინებინათ პოზიცია. ანუ, ის უარები რაც დაწერეს, შეეცვალათ პოზიცია და ეთქვათ, რომ შეგვეშალა, უარი არ უნდა გვეთქვა და თურმე ეს რუსული ორგანიზაცია არ არის და ახლა გავაფორმებთ ხელშეკრულებას” ამბობს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიგა კობალაძე

ასევე დაგაინტერესებთ