ხელფასები ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გაიზარდა – საქსტატი

წელს მაღალი ეკონომიკური აქტივობა აისახა 2023 წლის მესამე კვარტლის საშუალო ხელფასებზე და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, – სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის III კვარტალში შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1,855.4 ლარი შეადგინა. მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა რეალური საშუალო თვიური ხელფასი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 15.6%-ით არის გაზრდილი.
2023 წლის მესამე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში (გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა).
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:
მშენებლობა – ხელფასები გაიზარდა 31.6%-ით (728.6 ლარით) და 3,033.4 ლარი შეადგინა;
ინფორმაცია და კომუნიკაცია – ხელფასები გაიზარდა 18.8%-ით (627.7 ლარით) და 3,958.1 ლარი შეადგინა;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება- ხელფასები გაიზარდა 23.8%-ით (399.9 ლარით) და 2,078.0 ლარი შეადგინა;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – ხელფასები გაიზარდა 17.3%-ით (386.4 ლარით) და 2,615.6 ლარი შეადგინა;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – ხელფასები გაიზარდა 13.4%-ით (332.0 ლარით) და 2,806.7 ლარი შეადგინა;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – ხელფასები გაიზარდა 20.9%-ით (320.2 ლარით) და 1,854.2 ლარი შეადგინა;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – ხელფასები გაიზარდა 17.4%-ით (311.5 ლარით) და 2,099.4 ლარი შეადგინა;
ტრანსპორტი და დასაწყობება – ხელფასები გაიზარდა 17.6%-ით (309.0 ლარით) და 2,065.7 ლარი შეადგინა;
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები – ხელფასები გაიზარდა 26.0%-ით (296.5 ლარით) და 1,435.2 ლარი შეადგინა;
სხვა სახის მომსახურება – ხელფასები გაიზარდა 24.9%-ით (281.2 ლარით) და 1,410.8 ლარი შეადგინა;
ხელოვნება, გართობა და დასვენება – ხელფასები გაიზარდა 17.8%-ით (266.6 ლარით) და 1,764.3 ლარი შეადგინა;
დამამუშავებელი მრეწველობა – ხელფასები გაიზარდა 14.2%-ით (212.1 ლარით) და 1,706.3 ლარი შეადგინა;
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – ხელფასები გაიზარდა 14.9%-ით (183.0 ლარით) და 1,412.5 ლარი შეადგინა;
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა – ხელფასები გაიზარდა 17.5%-ით (171.2 ლარით) და 1,149.7 ლარი შეადგინა;
ვაჭრობა – ხელფასები გაიზარდა 10.6%-ით (159.0 ლარით) და 1,655.2 ლარი შეადგინა.
ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ისე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნესსექტორში დასაქმებულების ხელფასი, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.1%-ით (293.0 ლარით) გაიზარდა და 2,007.2 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 14.4%-ით (199.2 ლარით) გაიზარდა და 1,579.5 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული მამაკაცების საშუალო თვიური ხელფასი 17.3%-ით (329.1 ლარით) გაიზარდა და 2,233.9 ლარი შეადგინა. დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო თვიური ხელფასი 15.3%-ით (193.5 ლარით) გაიზარდა 1,459.1 ლარამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო “დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან