ფსიქიატრიულ კვლევაზე დაყრდნობით, The Wall Street Journal-ი იუწყება, რომ ჩატბოტებთან რეგულარული ურთიერთობა შესაძლოა ფსიქოზის განვითარებასთან იყოს დაკავშირებული.
ექსპერტებმა შეისწავლეს პაციენტების ათობით შემთხვევა, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ფსიქოზური სიმპტომები განუვითარდათ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო) ფსიქიატრმა, კეიტ საკატამ, განაცხადა, რომ ჩატბოტებთან ურთიერთობის შემდეგ ამ დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 12 ადამიანი განიკურნა. ექიმის თქმით, ტექნოლოგიამ შესაძლოა პირდაპირ არ გამოიწვიოს ბოდვები, მაგრამ თანდათანობით ქმნის უაზრო ინფორმაციის მანკიერ წრეს.




