ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, საქართველო ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა – Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი

Pulsar -ს თანადამფუძნებლის სოფო ჭყოიძის თქმით, ს გამოყენების კუთხით, საქართველო ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. როგორც მან „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა, ბევრი მიმართულების განვითარებაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენც ლიდერები ვიყოთ.
„მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი ძალიან სწრაფად გაიზარდა. განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ კუთხით გარდამტეხი ცვლილებები ვნახეთ. რაც შეეხება საქართველოს, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვინაიდან ბევრი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, რაც აქ უნდა განვითარდეს იმისათვის, რომ ჩვენც ლიდერები ვიყოთ – იქნება ეს განათლების კუთხით AI-ის შესახებ მეტ ინფორმაციაზე წვდომა თუ იმ პრაქტიკების მიღება, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავიგოთ როგორ შეიძლება ეს ტექნოლოგიები გამოვიყენოთ ჩვენი ბიზნესისთვის, კომპანიისთვის და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ ცვლილებას და ვითანამშრომლოთ ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიცაა OpenAI, Microsoft-ი, Meta, რომლებიც ამ ცვლილებების კუთხით ლიდერები არიან“, – აღნიშნა სოფო ჭყოიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ბიზნესები ჯერჯერობით არ იყენებენ AI აგენტების ხელსაწყოებს, რაც მათ სხვადასხვა პროცესების დაგეგმვაში დაეხმარება, მაშინ როცა მაგალითად, S&P500-ის კომპანიების 90% უკვე AI მოდელებს იყენებს ან ექსპერიმენტებს აკეთებს, რასაც საქართველოს ბაზარზე ვერ ვიტყვით.